ლორენტე ტელიოთი ინტერესდება

ლორენტე ტელიოთი ინტერესდება


”ვალენსიას” პრეზიდენტმა, მანუელ ლორენტემ ”ბარსელონას” ხელმძღვანელებს კრისტიან ტელიოს გაყიდვის ან არენდით გაშვების განხილვა თხოვა.

”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტთან, ხოსეპ მარია ბართომეუსთან და სპორტულ დირექტორთან, ანდონი სუბისარეტასთან შეხვედრის შემდეგ მანუელ ლორენტე კრისტიან ტელიოს წარმომადგენელს შეხვდა - ხოსეპ მარია ორობიგტს, რათა შეეგროვებინა ინფორმაცია ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე.

აგენტმა ლორენტე გააფრთხილა, რომ რამდენიმე დღის წინ ”ბარსელონა” მოლაპარაკებას ”ატლეტიკოს” პრეზიდენტთან, ხოსე ლუის პერეს კამინეროსთან აწარმოებდა. მთავარი ამ საკითხში კლუბის სიტყვაა, თუკი ”ბარსა” იტყვის ”არა”, მაშინ ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაშიც ის ვერ დატოვებს კატალონიას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.