აგენტი: ”დროგბას სურს ”ბარსაში” თამაში”

აგენტი: ”დროგბას სურს ”ბარსაში” თამაში”


ფიფას აგენტმა, ფრანსუა გალიარდომ განაცხადა, რომ ლონდონის ”ჩელსის” თავდამსხმელს, დიდიე დროგბას კარიერის გაგრძელება ”ბარსელონაში” სურს.

გალიარდოს სიტყვებით ის კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გეგმავს.

დროგბამ ”ბარსელონასთან” მოლაპარაკების წარმართვა დამავალა. ესპანეთის სამეფო თასის ფინალის შემდეგ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებს შევხვდები. დროგბას ძალიან სურს საფეხბურთო კარიერის ”ბარსელონაში” დასრულება” - განაცხადა გალიარდომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.