მესიმ გვარდიოლა გააცილა

მესიმ გვარდიოლა გააცილა



კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ ანდრეს მესიმ, რომელსაც ამ ბოლო დროს "რეკორდების მანქანასაც" უწოდებენ, კიდევ ორი რეკორდი დაამყარა ამჯერად "ესპანიოლის" წინააღმდეგ. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მეოთხე გოლის გატანის შემდეგ ის პეპთან მივიდა, გადაეხვია და გატანილი გოლი მიუძღვნა.

 

შეგახსენებთ, რომ მესიმ პოკერი შეასრულა 77–ე წუთზე, გატანილი ოთხი გოლის შემდეგ მან დაამყარა შემდეგი ორი რეკორდი : 

 

ლეო მესიმ მოხსნა დუდუ გეორგესკუს რეკორდი, ამ უკანასკნელს ერთი და იგივე ლიგაში ერთ სეზონში 47 გოლი ჰქონდა გატანილი. ამჟამად მესის უკვე 50 გოლი დაუგროვდა.

 

გერდ მიულერის ევროპული რეკორდის შემდეგ (68 გოლი) ლეო მესიმ ასევე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. არგენტინელმა მოხსნა არჩიე სტარკის 1924–25 წლებში დამყარებული შედეგი (70 გოლი ერთ სეზონში).  

 

ლეო მესის 2011/2012 წლების სეზონში უკვე 72 გოლი დაუგროვდა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.