სესკი: ”ძალიან ვნანობ ”სტემფორდ ბრიჯზე” გამოუყენებელ მომენტებზე”

სესკი: ”ძალიან ვნანობ ”სტემფორდ ბრიჯზე” გამოუყენებელ მომენტებზე”


”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა სინანული გამოხატა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, ლონდონის ”ჩელსისთან” ჩარჩენის გამო.

ვიცოდით, რომ უნდა გაგვეტანა, რათა ფინალში გავსულიყავით. შეხვედრის დიდ ნაწილში თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა გოლების გატანა ვერ მოვახერხეთ. ჩვენ ვდომინირებდით და ვქმნიდით მომენტებს, ვიყავით ის ”ბარსა”, როგორიც ყოველთვის ვართ. ეს ძალიან უხეში გაკვეთილი იყო ჩვენთვის. მე ძალიან ვნანობ ”სტემფორ ბრიჯზე” გამოუყენებელი მომენტების გამო. მომავალს ოპტიმიზმით უნდა ვუყუროთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში ამ ტურნირზე წარმატებით გამოსვლის საშუალება გვექნება. ეს დიდებული გუნდია, გულშემატკივრები და სამწვრთნელო შტაბი კი შეუდარებელია. მე არასდროს მინახავს, რომ ”ნოუ კამპს” ასე დაეჭიროს მხარი გუნდისთვის” - განაცხადა ფაბრეგასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.