ჩავი: ”სეზონის შესანიშნავად დასრულება შეგვიძლია”

ჩავი: ”სეზონის შესანიშნავად დასრულება შეგვიძლია”


”ბარსას” ნახევარმცველი ვარაუდობს, რომ ”ლა ლიგა შეიძლება დავთმეთ, თუმცა სამეფო თასის ფინალი გვაქვს სათამაშო, უკვე მოვიგეთ 3 ტიტული და კვლავ შეგვძილია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა”. მადრიდის ”რეალთან” დამარცების შესახებ ჩავიმ განაცხადა: ”ჩვენ ცუდი თამაში არ ჩაგვიტარებია, თუმცა არ ვიყავით იმ დონეზე, რაზეც ვართ ხოლმე”.

ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ ახლა შაბათის შეხვედრაზე ფიქრის დრო აღარ არის, რადგან წინ ”ჩელსისთან” მატჩია: ”ჩვენ ვითამაშებთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეთ, ამით ყველაფერი ნათქვამია. გულშემატკივრებმა იციან, რომ სამშაბათს ამისთვის ვითამაშებთ და ისინი მხარს დაგვიჭერენ. ისინი მუდმივად დიდ დახმარებას გვიწევენ”.

შესაძლო ექვსიდან ხუთი ტიტული

ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ ”ლა ლიგის მოგება ფაქტიურად შეუძლებელია, თუმცა თასის ფინალი გვაქვს სათამაშო. ასევე უკვე მოვიგეთ 3 ტიტული და შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. იმ 6 ტურნირიდან, რომლებშიც წელს გამოვდიოთ ხუთის მოგება შეგვიძლია - ჩვენ მხოლოდ თასი და ლიგის ტიტული გვაკლია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა და შეგვძილია სეზონის წარმატებულად დასრულება”.

ლმობიერი მარცხში

შაბათის მატჩზე საუბრისას ჩავიმ განაცხადა: ”ჩვენ ცუდი მატჩი არ ჩაგვიტარებია, თუმცა სათანადო დონეზე ვერ ვიყავით. ჩვენ ვფლობდით ბურთს, მაგრამ არ გვქონდა საგოლე შანსები, რასაც მუდმივად ვქმნით ხოლმე”. ბოლოს ჩავიმ განაცხადა, რომ ”ბარსას” თავი კვალავ ზემოთ აქვს: ”ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოგებას, ჩვენ ყოველთვის ვართ შეჯიბრუნარიანი და ასევე ჩვენ ყოველთვის ვიცით დამარცხება - ჩვენ დავმაცრხდით თასის ფინალში და მივულოცეთ მათ, როგორც ეს შაბათს მოხდა”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.