დროგბა: "ახლა გოლი გასვლაზე უნდა გავიტანოთ"

დროგბა: "ახლა გოლი გასვლაზე უნდა გავიტანოთ"

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2ფინალურ შეხვედრაში "ჩელსისა" და "ბარსელონას" წყვილს შორის გამარჯვებული ლონდონური კლუბი გამოვიდა. "სტემფორდ ბრიჯზე" გუშინ გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს (1:0). მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს დიდიერ დროგბამ გაიტანა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინგლისელთა კოტდივუარელმა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა: "სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ, რადგან საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ. ეს არის ძალიან კარგი შედეგი "ჩელსისთვის". ახლა გოლის გატანა გასვლით მატჩში გვმართებს."

 

"არის თუ არა ჩემთვის უკანასკნელი თამაში ჩემპიონთა ლიგაში? ამას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მოხარული ვარ ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღებით. ახლა ჩვენთვის მთავარია საპასუხო შეხვედრაში გამარჯვება." - ციტირებს დროგბას სიტყვებს BBC.

 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ჩელსის" საპასუხო შეხვედრას 24 აპრილს "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.