ტერი: "ეს მატჩი "ჩელსის" ისორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა"

ტერი: "ეს მატჩი "ჩელსის" ისორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა"

გუშინ "სტემფორდ ბრიჯზე" ლონდონის "ჩელსიმ" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე დიდიერ დროგბამ გაიტანა.

 

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ""ლურჯების"" კაპიტანმა, ჯონ ტერიმ: "ეს თამაში "ჩელსის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ უნდა გამოგვეჩინა მოთმინება. პირველი 10-15 წუთის განმავლობაში საერთოდ არ შევხებივართ ბურთს. ძალიან ბევრი და დაუღალავი შრომა დაგვჭირდა უკანა ხაზზე. რა თქმა უნდა, საპასუხო მატჩი იქნება ძალიან რთული, მაგრამ არ განვიცდით შიშსა და რიდს "ბარსელონას" მიმართ. ჩვენ უბრალოდ პატივს ვცემთ მეტოქეს." - ციტირებს ტერის სიტყვებს BBC.

 

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა "ბარსელონასა" და "ჩელსის" შორის 24 აპრილს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.