დროგბა შანსებს 50-50-ზე აფასებს

დროგბა შანსებს 50-50-ზე აფასებს

"ჩელსის" თავდამსხმელმა, დიდიერ დროგბამ პრესასთან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ "ლურჯები" 1/2 ფინალში კატალონიის "ბარსელონას" უპირისპირდებიან.

 

"გასული სეზონი ცუდი იყო, რადგან ვერაფრის მოგება ვერ მოვახერხეთ. იმედი მაქვს, ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. მე თასების მოგება მსურს "ჩელსისთან" ერთად."

 

""ბარსელონასთან" გამართული მატჩებიდან არასასიამოვნო მოგონებები შემოგვრჩა, მაგრამ ახლა შანსები 50-50-ზეა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ამბობენ, რომ "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ხოლო მესი საუკეთესო ფეხბურთელი."

 

"იქნება ორი თამაში. ყველაფერი შეიძლება, რომ მოხდეს. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ დარჩა გამარჯვების სურვილი. რთული მატჩები გველის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ." - ციტირებს დროგბას სიტყვებს Goal.com.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.