”ელ კლასიკო” - 21 აპრილს, 22 საათზე

”ელ კლასიკო” - 21 აპრილს, 22 საათზე


დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ცნობილი გახდა პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის მატჩების განრიგი. ამ ტურში გაიმართება სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა - ”ბარსელონა” მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ. შეხვედრა ”ნოუ კამპზე” ადგილობრივი დროით 20 საათზე (თბილისის დროით 22 საათი) დაიწყება.

გუნდებს შორის ამჟამად პრიმერაში სხვაობა 4 ქულაა, მაშინ როცა რამდენიმე კვირის წინ მადრიდელები 10 ქულით უსწრებდნენ უახლოეს მდევარს. მორიგ ”ელ კლასიკომდე” გუნდებს ჩემპიონატში 2 მატჩის გამართვა მოუწევთ. ”ბარსელონა” შინ მიიღებს ”ხეტაფეს” და შაბათს ესტუმრება ”ლევანტეს”. რაც შეეხება ”რეალს”, ისინი ოთხშაბათს დერბის გამართავენ ”ვისენტე კალდერონზე”, ხოლო შაბათს უმასპინძლებენ ხისონის ”სპორტინგს”.

შეხვედრის წინ და ასევე მის შემდეგ მსოფლიო გიგანტებს სერიოზული მატჩების გამართვა მოუწევთ. გუნდებს უწევთ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალების თამაში მიუნხენის ”ბაიერნის” და ლონდონის ”ჩელსის” წინააღმდეგ. ამ მხრივ მცირე უპირატესობა მადრიდელბს აქვთ, ისინი 3 ძალიან დაძაბულ შეხვედრას 9 დღეში გამართავენ, კატალონიელებს კი იმავე სირთულის 3 შეხვედრის გამართვა 7 დღეში უწევთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.