”ბარსა” 4 ქულით ჩამორჩება ლიდერს

”ბარსა” 4 ქულით ჩამორჩება ლიდერს


კვირას ღამით, ”სანტიაგო ბენაბეუზე” ფრედ დასრულდა მატჩი ”რეალსა” და ”ვალენსიას” შორის, რის შედეგადაც ”ბარსელონა”, რომელმაც შაბათს ”სარაგოსა” დაამარცხა ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

”ბარსელონამ” კიდევ 2 ქულა შეამცირა ”რეალთან”. დედაქალაქურმა გუნდმა კვირას ფრედ დაასრულა მატჩი ”ვალენსიასთან”. 6 ქულიანი სხვაობა, რაც ”ბარსასა” და ”რეალს” შორის იყო ახლა 4 ქულამდე შემცირდა, პრიმერაში კი სათამაშო 7 (21 ქულა) ტურია დარჩენილი.

ზედიზედ 9 გამარჯვება

”ბარსა”, რომელმაც შაბათს 1:4 დაამარცხა ”სარაგოსა” ხვალ, ”ხეტაფესთან” შეხვედრას 9 მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდება. შაბათს კატალონიელები ვალენსიაში მიემგზავრებიან, სადაც ”ლევანტესთან” მოუწევთ დაპირისპირება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.