ალეგრი: ""ბარსელონასგან" საუკეთესო თამაშის ჩვენებას ველოდები"

  • 3-04-2012, 05:15
  • ალეგრი: ""ბარსელონასგან" საუკეთესო თამაშის ჩვენებას ველოდები"

    ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის წინ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, განაცხადა, რომ ახლა მისმა ფეხბურთელებმა უნდა დაივიწყონ სერია ა–ს ბოლო შეხვედრაში დაშვებული შეცდომები "კატანიას" (1:1) წინააღმდეგ და მთელი გონებით და ენერგიით "ბარსელონასთან" პაექრობისთვის მოემზადონ.

     

    "როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 1/2 ფინალში გასასვლელად ვიბრძვით და სწორედ ამიტომ "ბარსელონასგან" თავის საუკეთესო თამაშს ველი. გუშინ პატო პირველად ვნახე მთელი თვის მანძილზე. მან ჩვენთან ერთად ივარჯიშა და ბოლომდე დაიტვირთა. ვნახოთ როგორ ჩაატარებს ბრაზილიელი ხვალინდელ ვარჯიშს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ ჩავსვა თუ არა იგი განაცხადში. რაც შეეხება აბიატის, როგორც მე ვიცი მას არანაირი პრობლემა არ აქვს და მზადაა მინდორზე გასასვლელად."

     

    "გადატვირთული გრაფიკის და გამო, ჩვენ არ გვქონდა დრო მატჩისთვის მოვმზადებულიყავით ტაქტიკის მხრივ. ამიტომ სწორედ ეს იქნება დღეს ბარსელონაში ჩვენი დავალება. ყოველ შემთხვევაში, "მილანმა" გასულ კვირას ეთამაშა "ბარსას" და უკვე ვიცით რა შეუძლიათ "ლურჯ–ბროწეულისფერებს". "ბლაუგრანა", როგორც აქამდე, ახლაც მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, თუმცა ხვალ როცა შანსები გვექნება მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და ყველა ეს შესაძლებლობა ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრა შესაძლოა 0:0 დასრულდეს და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტოს." –ციტირებს ალეგრის სიტყვებს "მილანის" ოფიციალური საიტი.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied