ვან ბომელი ბარსელონაში არ წავა

  • 2-04-2012, 09:24
  • ვან ბომელი ბარსელონაში არ წავა

    სამშაბათს, 10:45 წუთზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრისთვის ს.კ. "მილანმა" შემადგენლობა გამოაქვეყნა. განაცხადში მოხვდა გუნდის ბრაზილიელი ლიდერი, პატო, მაგრამ კატალონიაში ვერ გამოფრინდება მარკ ვან ბომელი.

     

    პატო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრავმას ებრძოდა და მისი "კამპ ნოუზე" თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. რამდენიმე დღის წინ კი სამედიცინო შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის უკვე შეუძლია, ისარგებლოს პატოს დახმარებით.

     

    ტრამვის მოშუშება ვერ მოახერხა მარკ ვან ბომელმა და შედგად იგი ვერ შესძლებს, დაბრუნდეს "კამპ ნოუზე", სადაც გამოდიოდა 2005-2006 წლების სეზონში.

     

    "მილანის" განაცხადი : აბიატი, ამელია, პისციტელი, აბატე, ანტონინი, ბონერა, დე შელიო,  მესბა, მექსესი, ნესტა, ძამბროტა, იეპესი, ამბროსინი, აკვილანი, ბოატენგი, ემანუელსონი, ნოჩერინო, ზეედორფი, ელ შარავი, იბრაჰიმოვიჩი, მაქსი ლოპესი, პატო, რობინიო.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი