"მილანთან" მატჩში კაიპერსი იმსაჯებს

"მილანთან" მატჩში კაიპერსი იმსაჯებს

უეფამ უკვე დანიშნა მსაჯი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრას განსჯის კატალონიის "ბარსელონასა" და იტალიურ "მილანს" შორის. უდიდესი მნიშვნელობის მქონე შეხვედრას "კამპ ნოუზე", ჰოლანდიელი ბიორნ კაიპერსი განსჯის.

 

ყველაზე დიდი დაპირისპირება, სადაც კაიპერსმა ამ სეზონში იმსაჯა იყო რუსეთში, სადაც ადგილობრივმა "ცსკა–მ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ეგიდით და ფრედ, 1:1 ითამაშა. ჰოლანდიელმა ასევე განსაჯა ევროპის სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "პორტუს" შორის. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ კატალონიურმა გრანდმა 2:0 იმარჯვა და თასიც მოიპოვა, ხოლო კაიპერსს პრაქტიკულად შეცდომა არ დაუშვია.

 

"ბლაუგრანასა" და "როსონერის" შორის უდიდესი ჯახი სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 სთ–ზე დაიწყება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.