საჩუქარი მესის

საჩუქარი მესის

ესპანურმა "ბარსელონამ" ლიონელ მესის ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა და აკეთებს მადლობა გადაუხადა და მის საპატივსაცემოდ გიგანტური ბანერი განათავსა "კამპ ნოუზე" ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩის წინ.

 

კატალონიელებისა და ბასკების შეხვედრის დაწყებამდე, "კამპ ნოუს" დიდ ეკრანებზე გუნდის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების საუკეთესო გოლები იქნა ნაჩვენები, რამაც სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ უდიდესი სიამონვება მიიღო.

 

როგორც მოგეხსენებათ, გასულ დაპირისპირებაში "გრანადას" წინააღმდეგ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჰეთ–თრიკი შეასრულა და გახდა გუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი–გადაუსწრო რა სესარ როდრიგესს, რომელსაც 232 გოლი ჰქონდა გატანილი.

 

"ატლეტიკთან" მატჩის დასრულების შემდეგ, ტრიბუნებზე 47 მეტრი სიგრძის და 46 მეტრი სიგანის ბანერი იქნა გაშლილი. ეს იყო ყველაზე დიდი ბანერი, რაც კი "კამპ ნოუს" ისტორიაში გაუშლიათ. "Leo, ets únic! ¡Sos grande!” – "ლეო, შენ უნიკალური ხარ! შენ უდიდესი ხარ!" – სწორედ ეს ეწერა პლაკატზე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.