"უეფა" "მილანისგან" ახსნა-განმარტებებს ითხოვს

  • 29-03-2012, 15:53
  • "უეფა" "მილანისგან" ახსნა-განმარტებებს ითხოვს

    ესპანური გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, "უეფა" მილანისგან "სან სიროს" საფართან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს ითხოვს. ევრპული ფეხბურთის უმაღლესმა უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მას ს/კ "ბარსელონამ" პრეტენზიებით მიმართა.

     

    ცნობისთვის გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, მონაწილე გუნდების წარმომადგენლები, მსჯათა ბრიგადა და "უეფას" წარმომადგენლები ყველა დეტალს ზედმიწევნით სწავლობენ. მატჩამდე გამართული ვარჯიშისას, "ბარსელონამ" შეამჩნია, რომ მოედნის საფარი არ იყო კარგ მდგომარეობაში. ბალახი იმდენად სველი იყო, რომ ფეხბურთელებს ფეხები უცურდებოდათ, ამიტომ კატალონიურმა გრანდმა მასპინძელ სტადიონს პრობლემის მოგვარება მოსთხოვა, რაზეც დასტური მიიღო. სამწუხაროდ "სან სიროს" ბინადრებმა პრობლემის გადასაჭრელად არავითარი ზომები არ მიიღეს, რამაც თამაშის მსვლელობას დაღი დაასვა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied