გუარდიოლა: "სირცხვილია, რომ "სან სირო" მატჩისთვის არ მოამზადეს"

  • 29-03-2012, 11:03
  • გუარდიოლა: "სირცხვილია, რომ "სან სირო" მატჩისთვის არ მოამზადეს"

    გუშინ "მილანსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩი, რომელიც ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.

     

    მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ: "ჩვენ ვიცოდით, რომ "მილანი" ძალიან ძლიერი გუნდია, ხოლო ის ფაქტი, რომ ვერ მოვახერხეთ გასვლაზე გოლის გატანა, არც ისე კარგია "ბარსელონასთვის". მოედანი იყო სრიალა, არ იყო მარტივი ასეთ საფარზე თამაში."

     

    ""სან სიროზე" თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. სირცხვილია, რომ ასეთ სტადიონზე მოედანი არ მოამზადეს სათანადო დონეზე. "ინტერი" და "მილანი" უკეთეს საფარს იმსახურებენ."

     

    "ვიმსახურებდით, თუ არა მოგებას? შესაძლოა, ვიმსახურებდით გოლს. ნებისმიერ შემთხვევაში ახლა გამარჯვება გვმართებს "კამპ ნოუზე". გულშემატკივრების იმედი გვაქვს."

     

    "მოედანი ძალიან სრიალა იყო, ამიტომ შესვენებისას ფეხბურთელებს ვთხოვეთ, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რათა არ მიეღოთ ტრავმა."

     

    "ორი არ დანიშნული პენალტი? კომენტარების გარეშე." - ციტირებს გუარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი