"მილანი"–"ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"მილანი"–"ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინდელი დიდი დაპირისპირების შემდეგ, ბევრმა ფეხბურთელმა გამოთქვა საკუთარი აზრი. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

 

ლიონელ მესი: "არც ისე კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემმა გუნდმა ვერ მოიგო. ეს იყო სუპერ თამაში, სადაც უფრო მეტს ვიმსახურებდით. შეხვედრა რთული გამოვიდა, მაგრამ ნამდვილად უნდა მოგვეგო. არაუშავს, ჩვენს მოედანზე აუცილებლად ვიმბრძოლებთ წარმატებისთვის. "მილანი" ფიზიკურად ძლიერი გუნდია და თუ ისინი "კამპ ნოუზე" ერთ გოლს გაგვიტანენ, მაშინ საქმე ერთი ორად გართულდება, ამიტომ ბარსელონაში დღევანდელზე ბევრად უკეთ უნდა ვიასპარეზოთ. რაც შეეხება დღეს მომხდარ სადაო მომენტს, მე ყველაფერი კარგად დავინახე და ნამდვილად იყო თერთმეტმეტრიანი დასანიშნი მაშინ, როცა აბიატიმ ალექსისი წააქცია; სუფთა პენალტი იყო, მაგრამ მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო."

 

ჩავი ერნანდესი: "ჩვენ აშკარად ვდომინირებდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, თუმცა ვერ ვახერხებდით შეტევების დასრულებას. ვფიქრობ, განმეორებითი შეხვედრა ადვილი ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხებათ თერთმეტ მეტრიანებს, ჩემი შეხედულებით ერთი მაინც უნდა დანიშნულიყო. საუბარი მაქვს აბიატის მიერ ალექსისის წაქცევაზე, სადაც სუფთა პენალტი იყო. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო "სან სიროს" მინდორის მდგომარეობაზე. ეს "მილანისთვის" დამატებითი ჰანდიკაპი იყო."

 

ხავიერ მაშერანო: "ჩვენი გუნდი აშკარად უფრო მეტს იმსახურებდა, თუმცა საბოლოო ანგარიში 0:0–ია. ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან მთავარი ისაა, რომ "ბარსამ" კვლავ თავის სტილში ითამაშა. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, ზლატანი, რა თქმა უნდა, ძლიერი მოწინააღმდეგეა, თუმცა უბრალოდ საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდე და გაანეიტრალო იგი."

 

კარლეს პუიოლი: "პენალტი? იქ ყველაფერი ნათლად ჩანდა, თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება მიიღო და არ მოგვცა თერთმეტ მეტრიანის ნიშნულიდან დარტყმის უფლება. საერთოდ, იყო არბიტრი ეს არც ისე ადვილია, თუმცა მაინც და მაინც კარგი გასასამართლებელი საბუთი ნამდვილად არაა. ახლა ყველაფერი "კამპ ნოუზე" გადაწდება. რაც შეეხება "სან სიროს" მინდორს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ბურთი რთულად გორავდა."

 

ვიქტორ ვალდესი: "თუ დაგვჭირდება, "კამპ ნოუზე" 9 ფორვარდითაც ვითამაშებთ. ძალიან კარგად ვიცით, რომ მოგების მეტი არაფერი დაგვრჩენია. მსაჯმა ორი პენალტი არ დაგვინიშნა? ასეთი რამეები ამ სეზონში ხშირად ხდება, თუმცა მაინც საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არბიტრზეა. ამის გარდა "მილანელთა" კარის აღების სხვა შანსებიც გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ძალიან სამწუხაროა, რადგან "ბარსელონა" მთელი მატჩის მანძილზე ლიდერის რანგში იყო და ფლობდა ბურთს."

 

დანიელე ბონერა: "ჩვენს გუნდში ბურთი უფრო მეტხანს მცველებს ეჭირათ, ვიდრე თავდამსხმელებს, თუმცა სამუშაო მაინც კარგად შევასრულეთ. ჩვენი მთავარი მისია იყო, რომ არ მიგვეცა მოწინააღმდეგისთვის ყველაფრის პირველივე მატჩში გადაწყვეტა და დამთავრება. შემდეგ კვირას ვეცდებით კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში შევთავაზოთ გულშემატკივარს. გოლის გატანა აუცილებლად დაგვჭირდება და თუ ყველა ამაზე ვიფიქრებთ, სასურველ შედეგსაც მივაღწევთ."

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "დღეს ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია დავხარჯეთ. ყველამ კარგად იცის, რომ "ბარსელონა" ნებისმიერ სხვა გუნდზე მეტხანს ფლობს ბურთს. "მილანი" კარგად მოქმედებდა და რამდენიმე საგოლე შანსიც გვქონდა, თუმცა მოწინააღდეგის კარის ბადეში ბურთი ვერ მოვათავსეთ. საბოლოო ჯამში, 0:0 მაინც კარგი ანგარიშია; ვნახოთ რა იქნება მომავალში. ჩემს გუნდს "ბარსასთან" აქამდეც უთამაშია კარგად, ჩემს გარეშეც კი. ასე რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი." 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.