ალეგრი: "დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ"

  • 29-03-2012, 07:51
  • ალეგრი: "დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ"

    იტალიური "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ და თქვა, რომ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია და, რომ მისი შეგირდები წარმატებით გაუმკლავდნენ "ბარსელონას" თავდასხმის ხაზს.

     

    "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფეხბურთელები პირველ ტაიმში მთელი ენერგიით თამაშობდნენ, მაინც საბოლოო ჯამში ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ყველაფერი კარგად შევასრულეთ. დაცვაში ძალიან კარგად ვიდექით. შედეგით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან ეს ის ანგარიშია, რომელიც შანსს გვაძლევს 1/2 ფინალში გასვლის."

     

    "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის თითქმის ყველა მატჩში გოლი გააქვს და ჩვენ მათ ამის საშუალება არ მივეცით. ასე რომ ეს შედეგი უნდა გვიხაროდეს. ვიცი, რომ ესპანეთში ადვილი არ იქნება, თუმცა იმედი და მონდომება ნამდვილად არ გვაკლია." –ციტირებს ალეგრის სიტყვებს იტალიური პრესა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი