"ბარსა" როგორც იქნა შეაჩერეს

"ბარსა" როგორც იქნა შეაჩერეს

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი ეტაპის მატჩში კატალონიის "ბარსელონამ" იტალიურ "მილანთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. "ლურჯ–ბროწეულისფერებმა" ორი წლის განმავლობაში პირველად ვერ მოახერხეს ამ ჩემპიონატის მატჩში გოლის გატანა.

 

"ბლაუგრანამ" ბოლოს მოედანი გოლის გარეშე 2009 წლის 4 ნოემბერს დატოვა. მაშინ მათი მეტოქე ყაზანის "რუბინი" იყო და სხვათა შორის ის მატჩიც, დღევანდელის ანალოგიურად, 0:0 დასრულდა და გუნდები თითო–თითო ქულას დასჯერდნენ.

 

აი ასე დასრულდა "ბარსას" შეუჩერებელი სვლა "სან სიროზე". კატალონიელებს ნამდვილად ჰქონდათ გოლის გასატანად ხელსაყრელი მომენტები, თუმცა ვერ გამოიყენეს. ასევე იყო მომენტები, როდესაც შეიძლებოდა პენალტის დანიშვნაც მათ სასარგებლოდ, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს... 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.