პიკე მატჩის წინ

  • 28-03-2012, 17:02
  • პიკე მატჩის წინ

    ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში, "მილანთან" მატჩამდე ჟერარდ პიკემ ისაუბრა, თუ რას ელის "სან სიროზე"  დღეს გასამართი მატჩიდან. "კარგია და ამავდროულად ცუდია, რომ ჩვენ ერთამენთს ვიცნობთ. შევეცდებით კარგად თამაშს და გასვლაზე გოლის გატანას, რადგან ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაში." მცველი მიიჩნევს, რომ თავისი გუნდი: "კარგ ფორმაში იმყოფება რამდენიმე მატჩიანი მოგებების სერიის შემდეგ" და შეეცდება, რომ მეტოქეს თავისი თამაში მოახვიოს თავს მატჩის დაწყებისთანავე. "ვიცით, რომ საპასუხო მატჩი გველის, მაგრამ მოედანზე მაინც ბოლომდე დავიხარჯებით."

     

    კატალონიელმა აღნიშნა, რომ მეტოქეს მიიჩნევს "სპორტის ისტორიაში საუკეთესო სამიდან ერთ-ერთად. რასაკვირველია, შესაძლოა, მარცხი განვიცადოთ. ძალებს მთლიანად მოედანზე დავხარჯავთ. ორი ფანტასტიკური მატჩი გველის. ბრწყინვალე დაპირისპირება იქნება." პიკე არ მიიჩნევს, რომ თავისი გუნდი ამ წყვილის ფავორიტია: "ჩვენ თასის ამჟამინდელი მფლობელები ვართ და სწორედ ამიტომ გვასახელებენ ფავორიტად. სინამდვილეში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. ვალდებულები ვართ, ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა მიუხენის ფინალში გავაღწიოთ."

     

    გოლის გატანა და კარგი თამაშის ჩვენება, რათა რწმენა მოიპოვონ

    პიკემ ბრწინვალე მატჩი ჩაატარა და გაიტანა გოლი "მალიორკას" კარში გასულ უქმეებზე. "რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი თამაშიდან გამომდინარეობს ჩემი შინაგანი მდგომარეობა. ახლა სეზონის გადამწყვეტი მონაკვეთი დგება და იმედი მაქვს, რომ საკუთარი გუნდის დახმარებას შევძლებ." - განაცხადა მცველმა. მიმდინარე სეზონი არ იყო მარტივი კატალონიელთათვის: "რთული წელი იყო. სეზონი ტრავმით დავიწყე და გამიჭირდა სათამაშო რიტმში ჩადგომა. ვხვდებოდი სათადარიგოთა სკამზე იმიტომ, რომ ჩემი პარტნიორები ჩემზე უკეთ გამოიყურებოდნენ."

     

    იბრაჰიმოვიჩის "მილანი"

    პიკე აფასებს ფეხბურთელს, რომელთანაც სავარაუდოდ დღეს შეხვედრა მოუწევს. საუბარია ზლატან იბრაჰიმოვიჩზე. "ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი გაჩერება ძალიან ძნელია, იგი სრულყოფილი მოთამაშეა. იბრაჰიმოვიჩი ბრწყინვალეა მეორე სართულზე თამაშისას და კარგად გრძნობს ბურთს, მაგრამ ჩვენ მომზადებულები ვართ და შევეცდებით, რომ იგი გამოვთიშოთ თამაშს, რადგან ის ფენომენალურ სეზონს ატარებს."

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied