ტიაგოს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

  • 28-03-2012, 16:21
  • ტიაგოს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

    ესპანეთის საფეხბურთო ტურნირის კომიტეტმა ტიაგო ალკანტარას მოუხსნა მეორე ყვითელი ბარათი, რომელიც ფეხბურთელმა "მალიორკასთან" მატჩში მიიღო, თუმცა ანალოგიური ზომები არ გაატარა კერლეს პუიოლის მიმართ.

     

    შეგახსენებთ, რომ "მალიორკასთან" მატჩში ტიაგო ალკანტარას ერთი ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა, როცა მსაჯმა შეცდომით ჩათვალა, რომ ფეხბურთელმა ხელით ითამაშა, რის გამოც მას მეორე გაფრთხილება მისცა და მოედანი დაატოვებია. შესაბამისად, ტიაგო დისკვალიფიკაციის გამო იძულებით გამოტოვებდა მატჩს ბილბაოს "ატლეტიკთან", თუმცა ტურნირის კომიტეტის გადაყვეტილებით მას "მალიორკასთან" მატჩში მიღებული მეორე ყვითელი ბარათი მოეხსნა და ამიტომ შესაძლოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი შაბათს მოედანზე ვიხილოთ.

     

    "მალიორკასთან" მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო კარლეს პუიოლმაც. მსაჯმა აქაც ხელით თამაში დააფიქსირა. ტურნირის კომიტეტმა არ გაითვალისწინა "ბარსას" არგუმენტები და კატალონიელთა კაპიტანს ყვითელი ბარათი არ გაუუქმა. ს/კ "ბარსელონა" არ გაასაჩივრებს კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied