"პეპსის" ახალი რეკლამა ლიონელ მესის მონაწილეობით

"პეპსის" ახალი რეკლამა ლიონელ მესის მონაწილეობით

როგორც იცით, ლიონელ მესი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფეხბურთელია მთელს მსოფლიოში. ხელფასისა და ბონუსების გარდა, ლეო ყოველწლიურად დაახლოებით 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. არგენტინელ ვარსკვლავს გაფორმებული აქვს კონტრაქტები ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა "ადიდასი", "პეპსი", "დოლჩე და გაბანა" და სხვები.

 

სულ ახლახანს ტელეეკრანებზე გამოვიდა გამაგრილებელი სასმელის "პეპსის" ახალი სარეკლამო რგოლი, რომელშიც "ბარსელონას" თავდამსხმელიც, ლიონელ მესიც იღებს მონაწილეობას. მესისთან ერთად იხილავთ დიდიერ დროგბას, ფრენკ ლემპარს, ფერნანდო ტორესს, ჯეკ უილშირსა და სერხიო აგუეროს. გთავაზობთ რეკლამის გადაღების პროცესსა და რეკლამის საბოლოო ვარიანტს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=As9ci5EBHF4]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=oCgJyRsWjmw]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.