გუარდიოლა: "მილანს" შეუძლია, "ბარსა" ტურნირს გამოთიშოს

  • 28-03-2012, 15:52
  • გუარდიოლა: "მილანს" შეუძლია, "ბარსა" ტურნირს გამოთიშოს

    ესპანური პრესის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა უშვებს იმ მოსაზრებას, რომ თავისი გუნდი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას "მილანმა" გამოთიშოს.

     

    შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი იტალიური და კატალონიური გრანდების მონაწილეობით დღეს, "სან სიროზე" გაიმართება.

     

    "როცა კენჭისყრა ასეთ მეტოქეს გარგუნებს, უნდა ითამაშო კარგად, თუ არადა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ გექნება. "მილანის" წინააღმდეგ თამაშისას ხვდები, რომ შეიძლება წააგო. ჩვენ, სულ მცირე, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მე ველოდები საუკეთესო "მილანს", რომელიც მიზანმიმართული იქნება წარმატებაზე, აჩვენებს აგრესიულ თამაშს და მოახდენს პრესინგს ჩვენს ნახევარზე. ეს გუნდი კომბინაციური ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენს, წარმატებულად თამაშობს "მეორე სართულზეც". ამას გარდა, მათ შემადგენობაში ჰყავთ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია. მას ყოველთვის აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი ამა თუ იმ სიტუაციაში." - განაცხადა გუარდიოლამ.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied