გუარდიოლა ვალდანოს მადლობას უხდის

გუარდიოლა ვალდანოს მადლობას უხდის

ესპანური პრესის ცნობით, კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ მადლიერება გამოხატა მადრიდის "რეალის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ხორხე ვალდანოს მიმართ.

 

შეგახსენებთ, რომ ვალდანომ განაცხადა, რომ გუარდიოლას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევს. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონმა აღნიშნა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი არასდროს უგებს სხვებს ხაფანგს. ბევრმა ჩათვალა, რომ ვალდანოს ეს სიტყვები მიმართული იყო "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მისამართით.

 

"მადლობას ვუხდი ვალდანოს მისი სიტყვებისთვის. ასეთი მოსაზრების ასეთ დროს გამოთქმას არაერთგვაროვანი რეაქციის გამოწვევა შეეძლო, რადგან ყველანი დაიწყებენ პარალელების გავლებას "რეალის" მთავარ მწვრთნელთან. მეტი არაფერი." - განაცხადა გუარდიოლამ.

 

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" გენერალური დირექტორის პოსტის დატოვება ვალდანოს ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტის გამო მოუხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.