მექსესი: "მესის გაჩერება Playstation-შიც რთულია."

მექსესი: "მესის გაჩერება Playstation-შიც რთულია."

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მოახლოებული მატჩის წინ, "მილანის" მცველმა, ფილიპ მექსესმა "ბარსელონას" ლიდერზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

 

""ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში გავიდეთ. არაჩვეულებრივი მატჩი გველოდება. ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ. მესი? მისი გაჩერება Playstation-შიც რთულია! ვაფასებთ მას და მთლიანად კატალონიურ გუნდს, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ პრობლემები შევუქმნათ "ბარსელონას"." - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში "მილანისა" და "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება დღეს საღამოს, "სან სიროზე" გაიმართება, ხოლო ზუსტად ერთ კვირაში საპასუხო მატჩს "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.