გუარდიოლა: "იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ლიდერია"

  • 20-03-2012, 12:56
  • გუარდიოლა: "იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ლიდერია"

    პრესასთან საუბრისას, კატალონიის "ბარსელონას" თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ "მილანის" ფეხბურთელებს შორის შვედი ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჰყო.

     

    "ვის უნდა ვუფრთხილდეთ "მილანიდან"? იბრაჰიმოვიჩი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. სწორედ ისაა იტალიური კლუბის ლიდერი." - ციტირებს გუარდიოლას სიტყვებს Goal.com.

     

    შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" გადაბარგებამდე კატალონიის "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, მაგრამ მან კლუბი მწვრთნელთან უსიამოვნების გამო დატოვა. "ბარსელონასა" და "მილანის" ბოლო დაპირისპირებისას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში გაიმართა, ზლატანმა პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო მეორე შეხვედრაში ერთხელ მოახერხა თავისი ყოფილი კლუბის კარის დალაშქვრა. იტალიელები და კატალონიელები კიდევ ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს მიმდინარე სეზონში. პირველი ჯახი "სან სიროზე" 28 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩს 4 აპრილს "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge