მესი: ”მსურს ”ბარსელონაში” კარიერის დასრულებამდე დავრჩე”
”ბარსელონას” ფეხბურთელმა, ლეო მესიმ აღიარა, რომ კარიერის დასრულება კატალონიურ კლუბში სურს, რომელსაც ის მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევს.
”ჩემი მიზანი ყოველთვის ”ბარსელონაში” დარჩენა და მთელი კარიერის აქ გატარებაა. როგორც ყოველთვის ვამბობ არასდროს იცი, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, თუმცა თუკი ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული, მაშინ კარიერის დასრულებამდე ”ბარსელონაში” დავრჩები. იმაზე დიდებული კლუბი არ მინახავს, როგორიც ”ბარსელონაა”. ეს დამოკიდებულია ჩემს ასაკზე, რადგან ძალიან დიდი არ ვარ და შედარების გაკეთები საშუალება არ მაქვს. მათ შორის, რაც კი მინახავს ”ბარსელონა” მსოფლიო საფეხბურო ისტორიის საუკეთესო გუნდია” - განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]