მოუმ და რონალდუმ მესის "რეპოკერი" მიულოცეს

  • 14-03-2012, 15:31
  • მოუმ და რონალდუმ მესის "რეპოკერი" მიულოცეს

    მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ და თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის მიულოცეს ლევერკუზენის "ბაიერის" კარში გატანილი ხუთი გოლი.

     

    "ერთ მატჩში ხუთი გოლის გატანა ეროვნულ ჩემპიონატშიც კი ურთულესია, არაფერი რომ არ ვთქვათ ჩემპიონთა ლიგაზე. ლიონელ მესის შესანიშნავი საღამო ჰქონდა." - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

     

    ე.წ. "რეპოკერის" შესრულება ახალი მიზანია კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. "ძალიან კარგი, მიხარია მის ნაცვლად. არ ვიცი შევძლებ თუ არა ამ რეკორდის მოხსნას, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებ." - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

     

    შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში მესიმ ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ამით ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირში რეკორდი დაამყარა.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied