ოცნებების კოლექციონერი ადამიანი...

  • 13-03-2012, 15:38
  • ოცნებების კოლექციონერი ადამიანი...

    ეს მხოლოდ პირველი სამი "ოქროს ბურთია" მესისთვის. მთელი მსოფლიო ამტკიცებს ერთსა და იმავეს: ლეო მესი გახდება უფრო მეტი "ოქროს ბურთების" მფლობელი და გაუსწრებს ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს, როგორებიც არიან კრუიფი, პლატინი და ვან ბასტენი. გთავაზობთ გასართობ მოგზაურობას, დაწყებული ფეხბურთელის სახლიდან, დამთავრებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურბურთელობისთვის მიღებული ჯილდოებით.

     

    24 წლის ასაკში ლეო მესიმ ზედიზედ სამჯერ მოგო "ოქროს ბურთი". ის იმყოფება მწვერვალის თავზე - იქ, სადაც არიან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები. მთელი მსოფლიო სვამს შეკითხვას: რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო? პასუხი ცალსახად მარტივია: ლეოს ამბიციურობამ არ იცის საზღვრები და იგი მზადაა ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

     

    რამდენი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდება ლიონელ მესი? მის შესაძლებლობებს საზღვრები აქვს? გახდება ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? რამდენ ტიტულს მოიგებს იგი "ბარსასთან" ერთად? მოიგებს იგი მუნდიალს არგენტინის ნაკრებით?

     

    ფეხბურთის სამყაროში, სადაც კონკურენცია იმდენად მაღალია, სადაც წარსული წარმავალია, ხოლო აწმყო წამებით განისაზღვრება, არ არის დრო იმისთვის, რომ დატკბე წარმატებით. ამიტომ მთელს მსოფლიოს აინტერესებს მომავალი არგენტინელი ვარსკვლავისა, რომელიც თამაშობს "ბარსელონაში". ხალხს სურს, გაიგოს, თუ როგორ აღიქვამს მომავალი თაობა ლეო მესის გენიას. ის, რასაც მან უკვე მიაღწია - წარმოუდგენელია, მაგრამ შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რამდენად შორის წასვლას შესძლებს იგი.

     

    უკვე დიდი ხანია, რაც მესი აღარ მიიჩნევა ჩვეულებრივ ადამიანად. ყველასთვის იგი ზე-ადამიანია. 24 წლის ასაკში მოიგო აბსოლუტურად ყველა თასი "ბარსას" რიგებში, ზედიზედ სამჯერ გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მიშელ პლატინის, რომელმაც ასევე მოახერხა "ოქროს ბურთის" ზედიზედ სამჯერ მოგება (1983, 1984, 1985 წლებში). არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მესის სახელი უკვე დგას ისეთი დიდებული ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან დი სტეფანო, პელე, კრუიფი და მარადონა. მხოლოდ ისღაა დარჩენილი, თუ როდის აღიარებენ მას საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ. დრო მის სასარგებლოდ მოქმედებს და მხოლოდ მას აქვს პასუხი ამ შეკითხვაზე. ყველაფერი ლეო მესის ხელთაა: მას შეუძლია დაამხოს ყველა არსებული და ჯერ არ დამყარებული რეკორდები და გახდეს საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში. ამისათვის მან ყოველ ჯერზე უნდა მიაღწიოს ახალ სიმაღლეს, რაც ყოველ წლიურად უფრო და უფრო რთული ხდება.

     

    მამამისი, ხორხე მესი მიიჩნევს, რომ უნდა გავიდეს რამდენიმ წელი, რომ თავისმა შვილმა გაანალიზოს დღევანდელი მდგომარეობა. სწორედ ეს გაუაზრებლობა ეხმარება ლეოს გაქცევაში რეალობისგან, რამაც შესაძლოა, იგი შეაშინოს. "ლიონელს ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარს." - ამბობს ფეხბურთელის მამა. სანამ ეს ასეა, ლეო დაზღვეული იქნება ვარსკვლავური დაავადებისგან, რამაც არაერთი ტალანტი შეიწირა. "არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით. გულს მიხარებს ის ფაქტი, როცა ვხედავ, რომ ჩემი ქვეყანა ჩემით ამაყობს. მიღწეულ წარმატებებზე ფიქრს მაშინ დავიწყებ, როცა ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ. ახლა ეს არ მადარდებს. ერთადერთი, რაც მსურს არის, რომ ხალხმა ჩემს თამაშზე მერე ისაუბროს, როცა კარიერას დავასრულებ." - თქვა მესიმ 9 იანვარს მაშინ, როცა მას თავისი რიგით მესამე "ოქროს ბურთი" გადასცა რონალდომ. მას უყურებდა მიშელ პლატინი და ხვდებოდა, რომ ოდესმე ეს მორცხვი და თავმდაბალი არგენტინელი, რომელსაც გაჭირვებით შეუძლია თავისი ემოციების სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ რომელიც ბურთით სასწაულებს სჩადის, მოხსნის თავად "უეფას" პრეზიდენტის რეკორდს. უნდა ითქვას, რომ იმ საღამოს ლეომ უბრალო საუბრით დამსწრე საზოგადოებას გული აუჩუყა. პირველად მან აღნიშნა, რომ კლუბსა და ნაკრებში თავისი თანაგუნდელების გარეშე ვერასოდეს მიაღწევდა ასეთ სიმაღლეებს. თავისი ჯილდო მესიმ მიუძღვნა ჩავი ერნანდესს, რომელმაც ხმების რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა: "მინდა ეს ჯილდო მივუძღვნა ჩემს პარტნიორსა და მეგობარს ჩავის, რომელთან ერთადაც უკვე მეოთხე წელია აქ ყოფნა მიწევს. შენ ასევე იმსახურებ "ოქროს ბურთს". ჩემთვის დიდი პატივია შენთან ერთად მოედანზე თამაში." როგორც მოგვიანებით თავად ჩავიმ აღიარა, მესის სიტყვებმა იგი სიამაყით აავსეს: "მესის სიტყვები უფრო ძვირფასია, ვიდრე "ოქროს ბურთი"."

     

    მაგრამ მესისთვი არსებობს ის, რაც "ოქროს ბურთების" შეგროვებაზე მნიშვნელოვანია. იგი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს, რომლის ცენტრშიც მხოლოდ ბურთია, რომელიც მისი ნაწილი გახდა. მისი თავმდაბლობა, ნიჭი, მოედანზე და მის მიღმა ქცევა, მილიონობით ბავშვისთვის შესანიშნავი მაგალითია. მათთვის მესი კუმირი გახდა. ფეხბურთელი მათ წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს. "მივაღწიო კრუიფის, პლატინისა და ვან ბასტენის დონეს, ჩემთვის უდიდესი პატივია, მაგრამ არ ვფიქრობ იმაზე, რომ გავხდე ფეხბურთს ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე. მე მსურს, გავხდე კარგი მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის." - განაცხადა მესიმ. ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხბურთელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ. იგი გახდა დამაარსებელი ფონდისა, რომლის მიზანია, სიხარული მოუტანოს მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომლებიც დაავადებულები არიან მარტინ-ბელის სინდრომით, რომლითაც დასნეულებულია მესის პატარა გულშემატკივარი სოუფიანი, "ბავშვი, რომელსაც სურდა ფრენა".

     

    საკუთარი მუზეუმი

    მესიმ თავისი "ოქროს ბურთი 2011" წაიღო სახლში და დადო სხვა ჯილდოებთან ერთად, რომლებიც კარგად არიან დაცულნი სპეციალურ შუშაბანდში. ეს მისი საკუთარი მუზეუმია, სადაც მოხვედრა შეუძლიათ მხოლოდ ფეხბურთელის ნათესავებსა და მეგობრებს. მესამე "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ, ლეოს მოუხდა ერთ-ერთ სავალდებულო ტრადიციასთან პირისპირ დადგომა - ფოტოსესია France Football-ისთვის, რომელმაც შექმნა ეს პრესტიჟული პრემია 1956 წელს, ხოლო 2009 წელს გააერთიანა იგი "ფიფას" ჯილდოსთან. ასე ეწოდა ამ ჯილდოს "ფიფას" ოქროს ბურთი". უკვე 9-ჯერ დაამშვენეს "ბარსას" ფეხბურთელებმა ფრანგული ჟურნალის გარეკანი. ამ მაჩვენებლით კლუბი პირველ ადგილს იკავებს. "ბარსას" მოგებული "ოქროს ბურთების" რაოდენობით მოსდევენ "იუვენტუსი" და "მილანი", რომელთა ანგარიშებზეც 5-5 "ოქროს ბურთია".

     

    მესის მოუხდა თავის ტროფეების საცავიდან გამოღება, რათა მიგელ რუისის (კლუბის ოფიციალური ფოტოგრაფი) ფოტოსესიაში მიეღო მონაწილეობა. ეს ფოტოები ნამდვილი საჩუქარია "კულეებისა" და "ბარსას" ჟურნალის მკითხველებისთვის. ლეო ფრთხილად დგამდა ტროფეებს მაგიდაზე, ერთი მეორის მიყოლებით. საქმე ისაა, რომ "ბურთები" იმდენად მძიმეა, მათი ერთად დაჭერა წარმოუდგენელია. არგენტინელი სუპერ-ვარსკვლავია და არა სუპერმენი.

     

    აღსანიშნავია, რომ პირველ "ოქროს ბურთზე" არ ფიგურირებს მესის სახელი. "ის მე 2009 წელს მოვიგე, France Football-ისა და "ფიფას" თანამშრომლობამდე. მაშინ ტროფეი მხოლოდ ფრანგული ჟურნალის საკუთრება იყო, მათზე არ იყო ფირფიტა ფეხბურთელების სახელებით." - განმარტა ლეომ. "ბურთებს" შორის განსხვავების პონვა ადვილია, რადგან მან ეს პრიზი 2010 წელსაც მოიგო. ეს იყო პირველი წელი, როცა პრიზის გაცემა ერთობლივი თანამშრომლობით მოხდა.


    "ბარსას" ფორმაში გამოწყობილი მესი სათუთად ეხება თავის ჯილდოებს და ამასთან იგი სიხარულისგან ბრწყინავს. მხოლოდ მან იცის, რა ხდება მის გულში იმ მომენტში. სიტყვები არ გვეყოფა მისი გრძნობების აღსაწერად. ბევრი ამბობს, რომ მესი არაკომუნიკაბელურია, თუმცა, ვისაც კი იგი ასეთ წუთებში უნახავს, ყველა ამბობს, რომ სიტყვების გარეშეც შეიძლება ბევრი რამის თქმა. იგი დუმს, მაგრამ მისი გამოხედვა, ჟესტები და გაღიმება საკმარისია, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. მოედანზე იგი ნამდვილი ორატორია - ისეთი, რომელსაც ტოლ-სწორი არ ჰყავს. მისი ოჯახი, თანაკლუბელები და თანა-ნაკრებელები ყველაზე კარგად უგებენ მას.

     

    "ოქროს ბურთების" ფონზე მოწყობილი ფოტოსესია მთავრდება და მესი იცვამს მაისურსა და ჯინსებს. იგი კვლავ აწყობს "ბურთებს" შუშაბანდში და უყურებს მათ სიამაყის გრძნობით. აქ ინახება ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის, სუპერთასების, "ოქროს ბუცისა" და სხვა მრავალი ჯილდოს მიკრო-კოპიები. ყველა ტროფეის თავისი ისტორია აქვს, თითოეულმა მათგანმა გახადა "ბარსა" უფრო დიდებული, ხოლო მისი ეგენდა უფრო დაუჯერებელი. არცთუ ბევრ ფეხბურთელს შეუძლია, დაიტრაბახოს ასეთი მიღწევებით. შესაძლოა, ოდესმე მის კოლექციაში მსოფლიოს თასიც მოხვდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მესი ზრდის თავის გამარჯვებებს... და მასთან ერთად გამარჯვებების რაოდენობას ზრდის "ბარსა".

     

    "ბარსას" ხუთი ფეხბურთელი FIFPro-ში

    "ოქროს ბურთი 2011"-ის გალა დაჯილდოვებაზე, რომელიც ციურიხში შედგა, პეპ გუარდიოლაც ერთ-ერთი გმირი გახდა. იგი დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად, მოაგროვა რა ხმების 41,92%. მეორეზე გავიდა "მანჩესტერ იუნაიტედის" უბერებელი ხელმძღვანელი (15,61%), ხოლო მესამეზე ჟოზე მოურინიო (12,43%). გასულ წელს გუარდიოლას გუნდმა უამრავ წარმატებას მიაღწია, მოიგო რა ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. პეპმა ამაყად გაუზიარა თავისი გამარჯვება დამსწრე საზოგადოებას. პირველ რიგში მან მიმართა თავის კონკურენტებს - ჟოზე მოურინიოსა და სერ ალექს ფერგიუსონს, რომელთაგან უკანასკნელს 25 წლიანი სამწვრთნელო მუშაობისთვის საპატიო ჯილდო გადაეცა. "ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი კოლეგა", თუმცა ყველაზე გულისამაჩუყებელი სიტყვები მიმართული იყო ტიტო ვილანოვასადმი. პეპმა მას კატალონიურად მიმართა: "მინდა ეს პრემია ჩემს მეგობარსა და თანაშემწეს, ტიტო ვილანოვას მივუძღვნა. ახლა მას არ შეუძლია კლუბში მუშაობა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მის მხარდაჭერას. ეს ჯილდო შენია, მეგობარო." ტიტომ დაჯილდოვების ცერემონიალს თვალი სახლიდან ადავენა, თუმცა ამ სიტყვებმა მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied