მესის ნიჭით აღფრთოვანებული ტოპ მოდელი

  • 9-03-2012, 17:49
  • მესის ნიჭით აღფრთოვანებული ტოპ მოდელი

    ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, ლევერკუზენის "ბაიერის" კარში გატანილი ხუთი გოლის შემდეგ, მსოფლიო მესის მიმართ ქედს იხრის.

     

    სპორტული შემფასებლების, კრიტიკოსების, ფეხბურთელების, მწვრთნელებისა თუ ლეგენდების შემდეგ, საკუთარი აზრი გამოთქვა ტოპ მოდელმა, ბარ რაფაელიმ, რომელიც "ბარსას" ქომაგია.

     

    ბარ რაფაელიმ გუშინ თავის Twitter-ის საშუალებით აღფრთოვანება გამოხატა ლიონელ მესის მიმართ. ტოპ მოდელმა თავის გვერდზე დაწერა: "კარგით... სერიოზულად... ვინმემ უნდა შეამოწმოს მესის გენები. ეს ბიჭი არ არის ადამიანი." შემდეგ კი დაამატა: "ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მესი სუპერმენების კატეგორიას მიეკუთვნება."

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied