პიკე 600 ევროთი დააჯარიმეს

  • 7-03-2012, 20:33
  • პიკე 600 ევროთი დააჯარიმეს


    ესპანეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე 600 ევროთი დაჯარიმდება.

    ამას გარდა კომიტეტის გდაწყვეტილებით არ გაუქმდა ხიხონის ”სპორტინგთან” მიღებული წითელი ბარათი, რომელიც ”ბარსელონამ” გაასაჩივრა. ამგვარად პიკე ”რასინგთან” შეხვედრას გამოტოვებს.

    პიკე ”სპორტინგთან”, მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში გააძევეს საჯარიმოსთან ახლოს მიგელ დე ლას კუევასის წაქცევის გამო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცენტრალურმა მცველმა მისი გაძევება მსაჯს დააბრალა და განაცხადა, რომ ეს მოწყობილი იყო. ამ განცხადების გამო ფეხბურთელს შეიძლებოდა დამატებითი სასჯელი მიეღო დისკვალიფიკაციის სახით, თუმცა მას მხოლოდ 600 ევროს გადახდა მოუწევს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied