"კამპ ნოუზე" ე.წ. მოზაიკა გაკეთდება

  • 7-03-2012, 15:29
  • "კამპ ნოუზე" ე.წ. მოზაიკა გაკეთდება

    ზუსტად 20 წლის წინ, როცა კატალონიურ გრანდს მადრიდის "რეალი" ეწვია, "კამპ ნოუზე" პირველად გაკეთდა ე.წ. მოზაიკა. ამ პერიოდიდან მოყოლებული "ბარსას" ქომაგებმა 56-ჯერ იხილეს ფეხბურთელების გასამხნევებლად მორთული სტადიონი, მათ შორის 9-ჯერ ფინალურ მატჩში.

     

    7 მარტს 20 წელი უსრულდება "კამპ ნოუს" ე.წ. მოზაიკას. მადრიდის "რეალთან" მატჩის წინ, ჩრდილოეთ ტრიბუნის მეორე და მესამე იარუსზე მსხდომმა 17,000 გულშემატკივარმა დაიკავა მუყაოს ბარათები. ფონი "ბარსელონასა" და კატალონიის ფერებში იყო მორთული და მხოლოდ ერთ სიტყვას გამოსახავდა - 'BARÇA'.

     

    ს/კ "ბარსელონამ" ესპანურ ფეხბურთში მოზაიკების ახალი სტანდარტები დანერგა. იდეა იმპორტირებული იქნა იტალიიდან, სადაც "ბარსას" ქომაგმა, ხორდი სანტმა, Penya Barcelonista Almogàvers-ის დამაარსებელმა, შეისწავლა ეს ფენომენი და გადაწყვიტა, რომ იდეა "კამპ ნოუზე" განეხორციელებია.

     

    ვერცერთი მოზაიკა ვერ გაკეთდებოდა რომ არა გულშემატკივრები. ქომაგებს წინასწარ ეუბნებიან, თუ როგორ უნდა დაიჭირონ მუყაოს ბარათები, როდესაც მატჩის წინ გუნდის ჰიმნი დაიწყება და ასევე მაშინ, როცა "ბარსა" გოლს გაიტანს.

     

    ბოლო 20 წლის განმავლობაში "კამპ ნოუზე" 56-ჯერ გაკეთდა მოზაიკა და ამით ხალხმა გამოხატა თანადგომა თავიანთი გუნდის მიმართ. 20 მათგანი ამჟამინდელ "კამპ ნოუზე" გაკეთდა, თითოეულ ჯერზე 90,000 მუყაოს ბარათით. განსაკუთრებით გამორჩევას იმსახურებს კლუბის დაარსებიდან 100 წლის თავზე გაკეთებული მოზაიკა, ბრაზილიის წინააღმდეგ მატჩში.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied