"ბარსელონა"-"ბაიერი". იცოდით თუ არა, რომ...

  • 7-03-2012, 12:40
  • "ბარსელონა"-"ბაიერი". იცოდით თუ არა, რომ...

     

     - "ბარსელონა" მერვედ უპირისპირდება "ლევერკუზენს". კატალონიელებმა განვლილი 7 შეხვედრიდან 4-ში იმარჯვეს, 2-ში დამარცხდნენ და ერთიც ფრედ ითამაშეს. ბოლო დაპირისპირება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სასარგებლოდ დასრულდა "ბაიარენაზე", ანგარიშით 1:3.

     

     - თუ "ბარსელონა" გერმანულ გუნდს გამოაგდებს 1/8 ფინალიდან, ეს იქნება შესანიშნავი შედეგი კატალონიელთათვის. ისინი ზედიზედ მეხუთედ მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასპარეზობას.

     

     - გვარდიოლას ეპოქაში "ბარსელონამ" ზედიზედ 13 საშინაო შეხვედრა ჩაატარა დაუმარცხებლად. აქედან, 11 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა. ბოლო კატალონიური გრანდი 2009 წლის ოქტომბერში დამარცხდა "კამპ ნოუზე".

     

     - "ბარსელონამ" გერმანულ გუნდებთან ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან ყველა მოიგო. გაიტანა რა 24 გოლი, მხოლოდ 4 მიიღო საკუთარ კარში. ისინი ბოლოს "შტუტგარდთან" დამარცხდნენ საშინაო არენაზე.

     

     - "ბაიერს" ათი წელია გასვლაზე არ მოუგია საპასუხო შეხვედრის დროს. მათ ეს ბოლოს მოახერხეს 2002 წელს, როდესაც "მაქაბი ჰაიფა" 0:2 დაამარცხეს. ამ დროიდან მათ გასვლით მატჩებში 9-ჯერ წააგეს და 4-ჯერ ფრე ითამაშეს.

     

     - "ლევერკუზენმა" თავის ისტორიაში მერვედ წააგო პირველი შეხვედრა ფლეი-ოფისა და აქედან არცერთ შემთხვევაში მას მომდევნო ეტაპზე გასვლა არ მოუხერხებია.

     

     - "ბარსელონა" 33 შემთვევიდან 31-ჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე მას შემდეგ, რაც გასვლითი მატჩები მოიგეს. ბოლო ასეთი შემთხვევა სწორედ წინა სეზონში გახლდათ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. (გასვლაზე 0:2, სახლში 1:1).

     

     - ლიონელ მესი დაუბრუნდა მოედანს მას შემდეგ, რაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა ლა ლიგის მატჩში. არგენტინელი ტურნირის საუკეთესო მეგოლეა 7 გატანილი ბურთით. იგი ასევე ლიდერობს კარში დარტყმების რაოდენობით. კარის ჩარჩოში 20-ჯერ მოახვედრა, ხოლო 21-ჯერ ააცილა. ორივე საუკეთესო მაჩვენებელია.

     

     - კარლეს პუიოლი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში გამოტოვებს მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე.

     

     - "ლევერკუზენმა" 11 გოლი გაუშვა საკუთარ კარში, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1/8 ფინალში გასულ გუნდებს შორის. 

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied