ვერონი: "მესი ლიდერადაა დაბადებული"

ვერონი: "მესი ლიდერადაა დაბადებული"

არგენტინელი ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი თვლის, რომ ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებისთვის ბრწყინვალე კაპიტანია. როგორც მოგეხსენებათ, მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ ლეოს ჩააბარა კაპიტნობა რამდენიმე ხნის წინ, რასაც ბევრი მითქმა–მოთქმა მოჰყვა. ბევრი ფეხბურთის გულშემატკივარი ფიქრობდა და ზოგი ახლაც ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯერ არ არის მაგ დონემდე მისული და ვერ უკაპიტნებს გუნდს.

 

"მე პრესასთან ხშირად არ ვსაუბრობ სხვა ფეხბურთელებზე, ხოლო როცა რამეს ვამბობ ყოველთვის სიმართლეს ვიძახი. ლიონელ მესი დაბადებულია ლიდერად და ნამდვილად შეუძლია უკაპიტნოს ისეთ დიდ ნაკრებს, როგორიც არგენტინის ნაკრებია."

 

ვერონი ასევე ორი სიტყვით შეეხო მის მოსალოდნელ დაბრუნებას ნაკრებში. ერთ–ერთი საუკეთესო ნახევარმცველის თქმით, არანაირი აზრი და მნიშვნელობა არ ექნება დაბრუნდება თუ არა იგი არგენტინაში.

 

"რა აზრი ექნება ჩემს დაბრუნებას? რა მიზანი მექნება რომ დავბრუნდე? თუ უბრალოდ ჩემს სტატისტიკას გავაუმჯობესებ ნაკრების მაისურით კიდევ ერთი მატჩის ჩატარებით?" –დაასრულა ხუან სებასტიანმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.