ტიაგო სილვა: ''ვის არ სურს ითამაშოს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში''

ტიაგო სილვა: ''ვის არ სურს ითამაშოს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში''

ბრაზილიელი ამხანაგური მატჩისთვის, ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. როგორც, ვიცით ''ბარსადან'' გამოიძახეს ადრიანო და დანი ალვეში. ასევე გუნდს დაეხმარება ამ შეხვედრაში ''ბარსას'' ყოფილი ფეხბურთელი, რონალდინიო და ''სანტოსის'' ფეხბურთელი ნეიმარი.

 

ინტერვიუში ფეხბურთელმა განაცხადა : ''ყველა მითქმა-მოთქმის საქმის კურსში ვარ, რაც იწერება ჩემზე. მე ვაღიარებ და ვამაყობ, რომ ასეთი დიდი გუნდია ჩემით დაინტერესებული. გულახდილად გეტყვით, რომ კონკრეტული ჯერ არაფერი შეთავაზება არ მომიღია. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ''ბარსაში'' თამაში. ამ თემას ჩემი აგენტი განიხილავს. ასევე გეტყვით, რომ დღესდღეობით მე ''მილანზე'' ვარ კონცენტრირებული. ჩემი ოცნებაა, რომ ''ბარსა'' და ''მილანი'' გავიდეს ''ჩემპიონთა ლიგის'' ფინალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჩემთვის''.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.