მესი მომდევნო მატჩს გამოტოვებს

მესი მომდევნო მატჩს გამოტოვებს

მადრიდის "ატლეტიკოსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის გუშინ გამართულ მატჩის დასაწყისში ლიონელ მესიმ ანგარიში გახსნა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა არგენტინელის მხრიდან ხელით თამაში დააფიქსირა, შესაბამისად ამ უკანასკნელს გოლი გააუქმა და ყვითელი ბარათი უჩვენა. გუშინ მიღებული გაფრთხილება რიგით მეხუთე აღმოჩნდა ლეოსთვის ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში. აქედან გამომდინარე იგი "ბარსელონას" მომდევნო მატჩს გამოტოვებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა არგენტინელი ანალოგიურ სიტუაციაში ჯარიმდება. "ესპანიოლთან" მატჩშიც გააუქმა მსაჯმა მესის გატანილი გოლი და ამ უკანასკნელს ყვითელი ბარათი უჩვენა, ხელით თამაშის გამო.

 

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები 3 მარტს საკუთარ მოედანზე ხიხონის "სპორტინგს" უმასპინძლებენ. "კამპ ნოუზე" შეკრებილი პუბლიკა ვერ იხილავს ლიონელ მესის თამაშს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.