გაი ინგლისში, კასერესი იუვეში, ენრიკე?..

გაი ინგლისში, კასერესი იუვეში, ენრიკე?..

კასერესი "იუვეში"

ტურუნის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ მარტინ კასერესის იტალიაში დატოვება გადაწყვიტა."ბებერმა ქალბატონმა" კიდევ ერთი წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, თუმცა შემდეგი სეზონისთვის სერიოზული ძალებით ემზადება. პირველ რიგში, მათ სურთ "ბარსელონას" ოფიციალური წინადადებით მიმართონ და გამოისყიდონ კასერესი. როგორც მოგეხსენებათ, იგი განათხოვრებულია "იუვეში" და მისი გამოსყიდვა ტურინელებს 11 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

რა ელის ენრიკეს?

ბრაზილიელი მცველის მომავალი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტი ერთია, მისი ადგილი "ბარსელონაში" არ არის. გაბი მილიტოს გამოჯანმრთელების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი კონკურენციას გაუწევს არგენტინელს პიკე–პუიოლის წყვილის შემცლელად.

გაი ინგლისში. 

როგორც ინგლისური გამომცემლობები იუწყებიან, გაი ასულინის მამა ინგლისში ხვალ გაემგზავრება. მისი ვიზიტის მიზანია, მოლაპარაკებები აწარმოოს მანჩესტერ "სიტისთან" და ლონდონის "არსენალთან".კატალონელები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა არ განმეორდეს სესკ ფაბრეგასის შემთხვევის მსგავსი ფაქტი, როდესაც "ბარსას" თავისი აღზრდილი მიზერულ ფასად გაყიდა, ახლა კი რამდენიმე ათეული მილიონი უჯდება მისი დაბრუნება.

 

წყარო : tp://www.sport.es/

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.