სემი ”ბარსასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს

სემი ”ბარსასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს


ლევერკუზენის ”ბაიერის” ნახევარმცველი, სიდნი სემი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას ”ბარსელონასთან” კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს, იტყობინება ”Reuters”.

ფეხბურთელმა დაზიანება გერმანიის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში, ”შტუტგარტთან” (2:2) მატჩში მიიღო. მისი გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში სემმა 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ”ბაიერისა” და ”ბარსელონას” 1/8 ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი ლევერკუზენში, 14 თებრვალს გაიმართება. განმეორებითი მატჩი ”ნოუ კამპზე” 7 მარტს ჩატარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.