აბიდალმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

  • 3-02-2012, 17:23
  • აბიდალმა კონტრაქტი გაახანგრძლივა


    ფრანგი ლატარელი, ერიკ აბიდალი დღეს მივიდა კლუბის ოფისში, სადაც ”ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას ხელი მოაწერა.

    როგორც იქნა დასრულდა ერიკ აბიდალის საგა. დღეს დილით ის მივიდა კლუბის ოფისში, სადაც ოფიციალურად დაადასტურა ”ბარსაში” დარჩენა და ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ერიკთან მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელსაც და კლუბსაც სურდათ კონტრაქტის გაგრძელება იყო ისეთი დეტალები, რის გამოც ისინი ვერ თანხმდებოდნენ. აბიდალმა, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ კარიერის დასრულება ”ბარსაში” სურს დღეს კლუბთან 1+1+1 სისტემით გაახანგრლივა კონტრაქტი.

    კონტრაქტის პირველი ვადა 2013 წლის 30 ივნისს იწურება, თუმცა მისი 2015 წლამდე გაფორმება შეიძლება. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა პრეზიდენტი, სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge