”ვალენსია” - ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

”ვალენსია” - ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები


დღეს ჩვენ გველოდება ორი ისეთი გუნდის დაპირისპირება, რომელთა ფილოსოფიები  რადიკალურად განსხვავებულია. საქმე ისაა, რომ სამეფო თასის გათამაშებაში პეპ გვარდიოლას გუნდს ყველაზე მეტი, 20 გოლი აქვს გატანილი, როცა ”ღამურებს” 13-ჯერ აქვთ მეტოქის კარი დალაშქრული.

 - სამეფო თასზე ”ბარსელონა” და ”ვალენსია” ერთმანეთს 18-ჯერ დაუპირისპირდა. 11 შემთხვევაში გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ.

 - სამეფო თასის 1/2 ფინალში ისინი 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ფინალიში ”ბარსელონა” 3-ჯერ, ხოლო ”ვალენსია” 2-ჯერ გავიდა.

 - ამ ხუთივე შემთხვევაში ტურნირის გამარჯვებული ის გუნდი გახდა, რომელიც ფინალში გავიდა.

 - 1989/90 წლის 1/2 ფინალში მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე რონალდ კუმანის შესანიშნავმა გოლმა იოჰან კრუიფის გუნდს ანგარიში გაათანაბრებინა (1:1) და ფინალში გაიყვანა. სახლში ”ბარსას” 2:1 ჰქონდა მოგებული და გასვლაზე წაგების შემთხვევაში ტურნირს ეთიშებოდა. ”ბარსამ” ის სეზონში სამეფო თასი მოიგო და ფინალში მადრიდის ”რეალი” (2:0) დაამარცხა.

 - ბოლოს ”ვალენსიამ” თასის 1/2 ფინალში ”ბარსა” 2007/08 სეზონში დაამარცხა. მაშინ ”ღამურების” მთავარი მწვრთნელის პოსტი რონალდ კუმანს ეკავა. მაშინ ჰოლანდიელის გუნდმა მოიგო თასი, თუმცა პრიმერაში გუნდს ცუდი შედეგები ჰქონდა.

 - 1962/63 წელს ”ბარსელონა” ფინალში ისე გავიდა, რომ ”ვალენსია” 2 შეხვედრაში არ დაუმარცხებია. შეხვედრები 1:1 და 2:2 დასრულდა, თუმცა გასვლაზე მეტი გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე ”ბარსა” გავიდა.

 - ყველაზე დიდი გამარჯვება 1952/53 სეზონში დაფიქსირდა, როცა ”ბარსამ” 5:0 დაამარცხა ”ვალენსია” ”ნოუ კამპზე”. ასევე აღსანიშნია ამ გუნდების მატჩი 1924/25 წლის სეზონში, როცა მაშინდელი თასის ტურნირზე ”ბარსამ” 7:3 იმარჯვა.

 - ”ბარსელონა” და ”ვალენსია” 3-ჯერ დაუპირისპირდნენ სამეფო თასის ფინალში. კულეებმა თასის 2-ჯერ მოიპოვეს (1951/52 და 1970/71 სეზონებში). ერთადერთი გამარჯვება ”ვალენსიამ” 1953/54 წლის სეზონში მოიპოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.