22 ფეხბურთელი ემზადება თასისთვის

22 ფეხბურთელი ემზადება თასისთვის


დღეს დილით სიუტატ ესპორტივაზე პირველი გუნდის 14 და ”ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი ვარჯიშობდა. ისინი ”ვალენსიასთან”, სამეფო თასზე გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. ტრავმირებულები, პედრო, ინიესტა, აფელაი და ვილია დარბაზში ვარჯიშოდბენ.

”ბარსელონა” ორშაბათს ვარჯიშს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც კვირას გუნდმა დაისვენა. გუნდი ფოკუსირებული იყო ოთხშაბათს, სამეფო თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაზე. შეხვედრა ”მესტალიაზე”, ადგილოვრივი დროით 21 საათზე გაიმართება.

სესიაზე პირველი გუნდის 14 ფეხბურთელი, მათ შორის ალექსის სანჩესი იყო. ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, რომლებიც ”ვილიარეალთან” მატჩის განაცხადში იყვნენ ასევე ვარჯიშობდნენ. მათ დაემატნენ როსელი, ესპინოსა, ბალიუ და სერხი გომესი.

ტრავმირებულების აღდგენა

ანდრეუ ფონტასის გარდა ტრავმირებულები, პედრო, ინიესტა, აფელაი და ვილია სიუტატ ესპორტივას დარბაზში ვარჯიშობდნენ. მათ გარდა სესიაზე არ იმყოფებოდა სეიდუ კეიტა, რომელიც აფრიკის თასზე იღებს მონაწილეობას.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.