პიკე: ”როცა ჩვენ ჩვენ ვართ, ვერავინ შეგვაჩერებს”

პიკე: ”როცა ჩვენ ჩვენ ვართ, ვერავინ შეგვაჩერებს”


”ბარსას” ცენტრალური მცველი არასდროს დამარცხებულა მადრიდში და მოხარული გუშინ მოპოვებული გამარჯვებით.

”რეალის” დამარცხება ბოლო წლებში წესად იქცა, ხერარდ პიკე კი ძალიან ღელავდა წინა ღამით: ”ძალიან ძნელია ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება, იმაზე მეტად, ვიდრე თქვენ ფიქრობთ... ეს ძალიან ძნელია”. პიკე მოხარულია იმით, თუ როგორ ითამაშეს მისმა თანაგუნდელებმა: ”ჩვენ რამდენიმე წელია ამ სტილით ვთამაშობთ და ყოველთვის ამ გზით გვსურს გამარჯვება. არ აქვს მნიშვნელობა როდის და სად ვთამაშობთ... ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ... ძალიან ცოტაა გუნდი, რომელიც ”ბერნაბეუზე” ჩავა და ჩვენს სტილში მოიგებს. ეს ჩვენ განსხვავებულებს გვხდის”.

პიკე ეთანხმება იმ თანაგუნდელებს, რომლებიც თვლიან, რომ ”როცა ჩვენ ჩვენ ვართ, ვერავინ გაგვაჩერებს... თუკი ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც ახლა მოვიგებთ ტიტულებს და კვლავ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ვიქნებით”.

პეპეს საქციელი

ხერარდ პიკემ პეპს საქციელზე კომენტარის გაკეთება არ მოისურვა: ”ყველამ დაინახა ეს მომენტი და ისაუბრეს ამაზე. ჩვენ არ ვართ იმაზე დამოკიდებული, დასჯიან თუ არა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს”.

პიკე დარწმუნებულია, რომ ლეო მესი პეპს მსხვერპლი იყო და ის მისგან პასუხს ელოდა: ”ლეო ძალიან კარგი პიროვნებაა. ის ძალიან კარგად რეაგირებს მოვლენებზე და მუდმივად მშვიდია. ჩვენ მადლობელი ვართ იმის გამო, რომ მან არ გასცა პასუხი პეპეს”.

პრიმერა

პიკე აღიარებს, რომ ”ლა ლიგა განსხვავებული ტურნირია”. ”ბარსელონა” კვლავ 5 ქულით ჩამორჩება ”რეალს”, კატალონიელები კი კვირას ”მალაგას” ეთამაშებიან. ”ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.