ლაპორტას შემცვლელები (გაგრძელება)

ლაპორტას  შემცვლელები  (გაგრძელება)

ლაპორტას  შემცვლელები  (გაგრძელება)


მარკ ინგლა


დაიბადა 1968 წელს ბარსელონაში, კლუბის 62 428-ე წევრი. კატალონიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ბიზნესის მენეჯმენტს ასწავლის. ინგლა "კლუსტერ კონსალტინგის" დამაარსებელია. ეს კომპანია ტელეკომუნაკაციების სფეროში სტრატეგიული კონსულტაციების სერვისს ეწევა და ლიდერიცაა თავის საქმეში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 10 ოფისი აქვს.
დონ მარკი ჟოან ლაპორტას გუნდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. თავდაპირველად, მარკეტინგის სფეროს კურირებდა, ხოლო 2007 წელს სანდრო როსელის თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ, ბლაუგრანას ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
თუმცა, ლაპორტასთან მისი მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ინგლა 2008 წლის ზაფხულში პრეზიდენტის გადაყენების მსურველთა ბანაკში ჩაეწერა, მაგრამ მაშინ ორიოლ ჟირალტის ინიციატივას, შედეგი არ მოჰყვა, რადგან ლაპორტას გადაყენებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას, ოპოზიციონერებმა თავი ვერ მოუყარეს.
შედეგად, ინგლას და დირექტორატის კიდევ ექვს წევრს გუნდა-ნაბადის აკვრა მოუხდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კლუბში მოღვაწეობის პერიოდში, ინგლამ, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა. "ბარსელონასა" და "იუნისეფს" შორის მოლაპარაკებებს სწორედ ის აწარმოებდა. მისი დამსახურებაა "ნაიკთან", "აუდისთან", "აკერთან", "ტოშიბასთან", კატალონიის ტელევიზიასთან და სხვა კომპანიებთან გაფორმებული სპონსორული ხელშეკრულებები.


სანტი სალვატი


დაიბადა 1971 წლის 24 დეკემბერს ბარსელონაში, კლუბის 50 472-ე წევრია. სალვატი "ედიტორიალ სალვატის" დამფუძნებლის ვაჟია. თუმცა, ეს საგამომცემლო ბიზნესი მისი ოჯახის საკუთრება უკვე აღარ არის.
დონ სანტიმ მისურის უნივერსიტეტში კომუნიკაციების დარგში ხარისხი დაიცვა. ის აგრეთვე კატალონიის უნივერსიტეტის მაგისტრია ბიზნესის მართვის განხრით. ამჟამად, ორ კომპანიაში Pენდულუმ ცომპანიეს-სა და Eხცელსიორ ჩომუნიცატიონ ბყ შალვატ ანდ Pარტნერს-ში მოღვაწეობს. აგრეთვე, Aდვისორყ Gროუპ Lტდ.-ს და Iნტერლაკე-ის დირექტორთა საბჭოს წევრია.
სალვატი უკვე 25 წელია "ბარსელონას" წევრია, მაგრამ კლუბის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალება ჯერ არ მისცემია. დონ სანტი ეგრეთწოდებული "მესამე გზის" ერთ-ერთი ლიდერია. ამ მოძრაობის სულისჩამდგმელი ხოსეპ მარია მინგელაა, რომელიც თავის დროზე ბლაუგრანაში მოღვაწეობდა, 2003 წელს კი სულაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოსინჯა ძალები.


ალექსის პლასა


27 წლის ალექსის პლასა ანგულო ერთ-ერთი სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორია და "ბარსელონას" პრეზიდენტობაზე ოცნებობს, კლუბის 44.253-ე წევრია. მან გაერთიანება "სომნი ბარსელონა" ჩამოაყალიბა, რომელშიც ბლაუგრანას 26-დან 29 წლამდე ასაკის წევრები არიან თავმოყრილნი. ალექსისი პარალელურად ბლაუგრანას ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციასაც ხელმძღვანელობს. პლასა, "ბარსელონას" ერთ-ერთი დამაარსებლის, პერე მარკეტის შვილთაშვილია. "როდესაც პატარა ვიყავი, ასობით ბავშვის მსგავსად, "ნოუ კამპზე" ბურთის მიმწოდებელი ვიყავი, ისევე როგორც თავის დროზე პეპ გვარდიოლა", - ეს სიტყვები ბლაუგრანას პრეზიდენტობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატს ეკუთვნის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.