აფელაი ბარსელონაში დაბრუნდა

  • 11-01-2012, 18:13
  • აფელაი ბარსელონაში დაბრუნდა


    აღდგენითი ვარჯიშის ნაწილის ჩატარების შემდეგ აფელაი ჰოლანდიიდან ბარსელონაში დაბრუნდა. ოთხშაბათიდან ფეხბურთელი გუნდის მსგავსად სიუტატ ესპორტივაზე ივარჯიშებს. ტესტებმა აჩვენეს, რომ აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის დათქმულ ვადებში დაუბრუნდება მოედანს.

    ოთშაბათს სიუტატ ესპორტივაზე იბრაჰიმ აფელაის გამოჩენა დიდი სიურპრიზი იყო. იბი ბარსელონაში დაბრუნდა, რათა გააგრძელოს აღდგენა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს გადაწყდა, რომ უკეთესი იქნებოდა ის, რომ აფელაის ვარჯიში ჰოლანდიაში გაეგრძელებინა. ოთხშაბათს კი იბრაჰიმი ბარსელონაში დაბრუნდა.

    შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმ აფელაიმ მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ოპერაცია მას 3 ოქტომბერს ექიმებმა, კუგატმა და პრუნამ ჩაუტარეს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა