"ბარსელონას" დელეგაცია უკვე ციურიხშია

"ბარსელონას" დელეგაცია უკვე ციურიხშია

"ბარსელონას" დელეგაცია, პრეზიდენტ სანდრო როსელის ხელმძღვანელობით უკვე ციურიხში ჩავიდა.

 

კატალონიური გრანდის ორი ფეხბურთელი იბრძვის "ოქროს ბურთისთვის". გამარჯვებულის ვინაობა დღეს საღამოს გამოვლინდება. ლიონელ მესისა და ჩავიერ ერნანდესთან ერთად, 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელების პრეტენდენტებს შორის კრიშტიანუ რონალდუცაა.

 

პეპ გუარდიოლა, სერ ალექს ფერგიუსონი და ჟოზე მოურინიო საუკეთესო მწვრთნელობისთვის იბრძვიან. ცნობისთვის გეტყვით, რომ არცერთი პორტუგალიელი (მოურინიო და რონალდუ) ცერემონიაზე დასასწრებად არ ჩავიდა ციურიხში. ამის მიზეზად მადრიდულმა მხარემ უდროობა დაასახელა.

 

 

 

 

 

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.