მესის მიზანი "კორნელაზე" გატანაა

  • 7-01-2012, 01:43
  • მესის მიზანი "კორნელაზე" გატანაა

    მოგეხსენებათ კატალონიის "ბარსელონა" კვირას დერბიში "ესპანიოლს" დაუპირისპირდება. ამ მატჩს ლიონელ მესისთვის გაცილებთ მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სხვა ფეხბურთელებისთვის. საქმე ისაა, რომ არგენტინელს "ესპანიოლის" ახალ სტადიონზე, "კორნელა ელ პრატიზე" არასოდეს გაუტანია გოლი. საერთო ჯამში მესის "ესპანიოლის" კარში 3 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ყველა საკუთარ "კამპ ნოუზე".

     

    "კორნელას" მსგავსად ლეოს გოლი არც ბილბაოს "ატლეტიკის სტადიონ, ""სან მამესზე" ჰქონდა გატანილი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მან ნავსი გატეხა და მატჩის ბოლო წუთზე შეძლო "ატლეტიკის" კარის აღება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გოლი ძალიან მიშვნელოვანი იყო, რადგანაც ამ გოლმა "ბლაუგრანას" ქულა გადაურჩინა.

     

    რაც შეეხება "ბარსას" ვიცე-კაპიტანს ჩავი ერნანდესს, მას "ესპანიოლის" კარი 4-ჯერ აქვს დალაშქრული. 2-ჯერ ეს "კამპ ნოუზე" მოახერხა. პირველად მან 2000/01 წლებში 4-2 მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი, მეორედ 2001/02 წლებში 2-0 მოგებულ მატჩში გაიტანა. 1 გოლი ერნანდესმა 2002/03 წლების სეზონშიც შეაგდო და სულ ბოლოს მან შარშანდელ სეზონში 1-5 მოგებულ თამაშში გაიტანა.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი