პიტერ ჰილ-ვუდი: “არ ვიცი რა ელის ფაბრეგასს”

  • 30-05-2010, 10:23
  • პიტერ ჰილ-ვუდი:

    "ფაბრეგასი შესაძლოა დარჩეს და შესაძლოა წავიდეს. წარმოდგენა არ მაქვს, თუ რა ელის მას მომავალში და ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მსურს”. მართალია კომენტარი საკმაოდ მოკლეა, მაგრამ შესაძლოა იგი კლუბებს შორის მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყებას იუწყებოდეს.
    ჰილ-ვუდის სიტყვებს გამოცემა Soccernet ციტირებს. იგივე წყარო ავრცელებს მოლაპარაკებებში ჩართული ერთ-ერთი აგენტის სიტყვებს: "ჩემი ვარაუდით, "არსენალი” ფაბრეგასს 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს, მაგრამ "ბარსელონა” 35 მილიონს იხდის. არ გამოვრიცხავ, კატალონიელებმა 40 მილიონის გადახდაზე განაცხადონ თანხმობა, მაგრამ არამგონია ამაზე მეტი გაიმეტონ”.
    იგივე აგენტი მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას იაია ტურეს უკავშირებს: "ტურე არის ფეხბურთელი, რომელიც ვენგერს ძალიან მოსწონს, მაგრამ თავად ფეხბურთელმა იუარა "არსენალში” თამაში”.
    როგორც ჩანს, ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. ცოტა ხნის წინათ ივარაუდებოდა, რომ ხუან ლაპორტა დავიდ ვილიას ფაბრეგასის ტრანსფერსაც მოაყოლებდა და ასეთ მაჟორულ ნოტაზე დატოვებდა პრეზიდენტის პოსტს, მაგრამ სავარაუდოდ ფაბრეგასის "ბარსელონაში” დაბრუნება კატალონიური კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატთა ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება იქნება.

     

    წყარო: www.soccernet.com

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied