ჩავი ერნანდეს კრეუსი – ბიოგრაფია

  • 29-05-2010, 22:26
  • ჩავი ერნანდეს კრეუსი – ბიოგრაფია


    ხავიერ ერნანდეს კრეუსი დაიბადა 1980 წლის 25 იანვარს კატალონიაში, კერძოდ კი ბარსელონაში. იგი ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას” ცენტრალური ნახევარმცველია. მან ესპანეთის ნაკრების მაისურით უკვე 70 ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ხავი გუნდთან ერთად იმყოფებოდა 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 2002 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2004 და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ამ უკანასკნელში იგი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ხავი ასევე დასახელებულია "ფიფა” – ს 2007-2008 წლების 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. მას 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონას” გამარჯვებაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის უწოდეს "MAN OF THE MATCH”.

    კარიერა

    "ბარსელონა”


    ჩავი არის "ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი და თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილიც სწორედ "ნოუ კამპს” უკავშირდება. იგი "ბარსელონას” სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში 11 წლიდან გამოდის. ახალგაზრდული გუნდიდან იგი მალევე მოხვდა "ბარსელონას” სარეზერვო შემადგენლობაში და ერთ-ერთი მთავარი გასაღები იყო ხორდი გონსალვოს "ბარსა ატლეტიკის” გუნდში. ხავი სწრაფად პროგრესირებდა და 1998 წლის 18 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი "ბლაუგრანას” პირველი გუნდში . ეს მოხდა ესპანეტის სუპერ თასის ფინალში "მალიორკას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელშიც კატალონიელმა გოლის გატანაც მოახერხა. ხავი კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი მალევე გახდა. 2004-2005 წლების საზონის შემდეგ ის გუნდის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს. ჩავის "ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, რომელიც ამ სეზონის დასაწყისში გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად იგი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს იღებს და თამამად შეიძლება ჩავთვალოდ იგი მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად.

    1998 წლიდან დღემდე ჩავიმ "ბარსელონას” მაისურით 474 შეხვედრა ჩაატარა. 2009 წლის 11 იანვარს მან გაიტანა გოლი ლა ლიგის თავის საიუბილეო მე-300  მატჩში ”ოსასუნას” წინააღმდეგ. 2009 წლის 22 მარტი ხავისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღეა. მან "მალაგას” წინააღმდეგ მოგებულ 6-0 შეხვედრაში ანგარიში გახსნა და შემდეგ ანრის და ეტო’ოს გაუკეთა საგოლე გადაცემები. "ნოუ კამპი” მის მიმართ ოვაციებს არ იშურებდა, როდესაც იგი შეცვალეს მეორე ტაიმში. ასევე, ხავი იყო იმ პასის ავტორი, რომელიც მესიმ გოლად აქცია რომის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ. "უეფამ”  სწორედ ხავი დაასახელა ხსენებული ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც, ხოლო მესისთან ერთად იგი ფანებმაც საუკეთესოდ აღიარეს სხვადასხვა გამოკითხვებში.

    ესპანეთის ეროვნული ნაკრები


    ჩავი პირველად ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 1999 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოჩნდა, რომელზეც მან გატანილი ორი გოლის წყალობით მცირედი წვლილი შეიტანა ტიტულის მოგებაში. ხავის პირველი ოფიციალური მატჩი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის 15 ოქტომბერს შედგა ჰოლანდიის წინააღმდეგ. მას შემდეგ ნახევარმცველი ნაკრების შეუცვლელი ფიგურა გახდა. მას 2005-2006 წლების სეზონის ბოლოს მიღებული ჰქონდა ტრავმა, თუმცა იგი ლუის არაგონესის ”რაზმში” მაინც იყო გამოძახებული. მაშინ მწვრთნელმა ესპანელზე ასეთი მომენტარი გააკეთა: "ხალხი ამბობს, რომ ხავის ჩვენთან ერთად ყოფნა სარისკოა, მაგრამ მე ვამბობ, რომ უფრო სარისკო იქნება თუ მას ბარსელონაში დავტოვებთ.” ხავი ამ ჩემპიონტზე უკრაინასთან გამართულ შეხვედრაში დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

    "ევრო 2008″ -ს ესპანეთის გამარჯვებაში ჩავის უდიდესი წვლილი მიუძღვის. პარტნიორ ინიესტასთან ერთად მან საუცხოო დუეტი შექმნა. იგი ყველგან იყო, დაცვაში, ნახევარ-დაცვასა და თავდასხმაში. მან გახსნა ანგარიში 50-ე წუთზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ნახევარ-ფინალურ მატჩში. ხავიმ ფინალშიც გამოიჩინა თავი, როდესაც მან საგოლე გადაცემა გაუკეთა ფერნანდო ტორესს გერმანიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. "უეფამ”  ხავი "ევრო 2008″ -ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. "ბარსელონას” ნახევარმცველი გამოძახებულია ახლანდელ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც, რომლის მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეა. ხავიმ "ევრო 2008″ -დან გადმოყოლილი კარგი ფორმა შინარჩუნა 2010 წლის მსოფლიო ჩემპინატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც. სწორედ მისი ჯარიმებით გავიდა 2 გოლი ესტონეთის ნაკრების კარში.

    სტატისტიკა

    ჩავიმ "ბარსა ატლეტიკის” შემადგენლობაში 61 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა. მან 1998 წლიდან დღემდე "ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში 474 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 318 ლალიგაში, 46 -ესპანეთის სამეფო თასზე, 108 – ევროპულ საკლუბო დონეზე და 2 – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. ამ მატჩებში მან 46 -ჯერ მოახერხა მოწინაარმდეგე გუნდის კარის დალაშქვრა. ხავიმ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 71 მატჩი ითამაშა, რომლებშიც 8 გოლის გატანა მოახერხა.

    წყარო: en.wikipedia.org

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied