ინიესტა:"იმედია "ოქროს ბურთს" მესი ან ჩავი მოიგებს"

  • 27-12-2011, 13:32
  • ინიესტა:"იმედია "ოქროს ბურთს" მესი ან ჩავი მოიგებს"

    კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველს ანდრეს ინიესტას სურს, რომ "ოქროს ბურთი" რომელიმე თავისმა თანაგუნდელმა მოიგოს. ანდრესს იმედი აქვს, რომ სამი კანდიდატიდან გამარჯვებული ჩავი ან მესი გახდება და არა რონალდუ: " სამი კანდიდატიდან გაიმარჯვებს ღირსეული, მაგრამ მე მსურს რომ "ოქროს ბურთი" რომელიმე ჩემმა თანაგუნდელმა მოიგოს," განაცხადა ინიესტამ.

    მან ასევე ისაუბრა ლა ლიგის მეორე წრეზე: "პრიმერას" მეორე წრე ძალიან დაძაბული იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩემპიონის სტატუსი შევინარჩუნოთ."

    ცნობისთვის ინიესტამ "ბარსას" მაისურით ლა ლიგაში 254 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ესპანეთის ნაკრების ღირსება მან 63 შეხვედრაში დაიცვა და 10-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied