მარკ ვან ბომელი:”"ბარსას” მიმართ მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია”

  • 7-04-2009, 14:46
  •  

    მიუნხენის "ბაიერნის” კაპიტანი და კატალონიის ბარსელონას ექს-ფეხბურთელი მარკ ვან ბომელი გაესაუბრა "BARCATV”-ის და "WWW.FCBARCELONA.CAT”-ის ჟურნალისტებს. მან ილაპარაკა ძველი და ახლა უკვე მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ.

    ალბათ თვენი კლუბი ბევრ შეკითხვებს გისვამთ "ბარსელონას” და "ნოუ კამპის” შესახებ, რას ეუბნებით მათ?

    მე მათ მოვუყევი თუ რა სილამაზის პატრონია "ნოუ კამპი”, მაგრამ მათ რაგაც წარმოდგენა უკვე ჰქონდათ ამაზე, რადგან ისინი შეხვედრილები იყვნენ 2006 წელს "ხონ გამპერის თასზე”. მაშინ მე "ბარსას” რიგებში ვთამაშობდი, ჩვენ ეს შეხვედრა 4-0 მოვიგეთ. ყველამ იცის რას ნიშნავს "ბარსა”, მაგრამ თუ მათ მაინც რამე შეკითხვა უჩნდებათ მე სიამოვნებით ვპასუხობ, მე ხომ მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს "ბარსელონასთან”.

    როდესაც გესმით სიტყვა "ბარსელონა”, რა აზრი გიჩნდებათ თავში ამ დროს?

    "ისინი თამაშობე კარგ ფეხბურთს, ის არის დიდი და მშვენიერი ქალაქი”, მე მიყვარს იქ მცხოვრები ხალხი, მე ხომ იქ ერთი წელი ვიცხოვრე.

    მარკ თქვენ "ბარსელონაში” მხოლოდ ერთი სეზონი გაატარეთ, მაგრამ მოიგეთ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, შეგიძლიათ თქვათ რომ ის იყო საუკეთესო სეზონი თქვენს კარიერაში და აღარასოდეს განმეოერდება?

    არ ვიცი ეს სეზონი მართლაც საუკეთესო იყო თუ არა, მე ხომ იმ დროს უდიდეს მწვერვალზე ვიდექი, მოვიგე ლიგა, ლა ლიგა და ეპანეთის სუპერ თასი, მაგრამ ჩემი ახალი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ეს კვლავ განმეორდეს.

    გინახავთ თუ არა რომელიმე მატჩი ამ სეზონში ბარსელონას შესრულებით? რა აზრის ხართ მათ თამაშზე?

    როდესაც მე არ მიწევს თამაში და ვარ სახლში ყველა თამაშს ვუყურებ "ბარსელონას” შესრულებით და ვფიქრობ ის ძალიან სასიამოვნოა.

    რას ფიქრობთ ბაიერნი შეძლებს მომდევნო ეტაპზე გასვლას?

    ჩვენ წელს ლიგაზე არ ვუშვებთ ბევრ გოლს, რაც ჩემი აზრით დიდი პლიუსია და ამავე დროს კარგი შეტევის წყალობით ბევრს ვიტანთ. ვიმედოვნებ ჩვენ შევძლებთ გამოვავლინოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები, მაგრამ ეს ნამდვილად ადვილი არ იქნება.

    წყარო: www.fcbarcelona.cat

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა